ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი – დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა – განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა

დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა – განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს ახალი არჩევნების შესაძლებლობა“, – აღნიშნავს ის.
ამასთან, ის მიესალმება სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას.
„მივესალმები სალომე ზურაბიშვილის ლიდერობას და მის მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროპული გზისადმი. ქართველები უკვე ერთი თვეა მშვიდობიანად იცავენ თავიანთ დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს ქუჩაში, მიუხედავად ძალადობისა და დაშინებისა“, – წერს პლატფორმა X-ზე ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)