ნიდერლანდების საგარეო მინისტრი – ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის

უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისი რეფორმების გზაზე, – ასე ეხმაურება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპერ ველდკამპი ში მიღებულ კანონს, რომელიც ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილებებს ზღუდავს.
კასპერ ველდკამპის თქმით, უკრაინის ანტიკორუფციული ინსტიტუტების შეზღუდვა მნიშვნელოვანი უკან დახევა იქნება.
„ამ ინსტიტუტების დამოუკიდებლობის დაცვა და კანონის უზენაესობის სფეროში პროგრესის გაგრძელება მნიშვნელოვანია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის“, – წერს ნიდერლანდების საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
ცნობისთვის, დღეს ში ძალაში შევიდა კანონი, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რუსული სახელმძღვანელო საქმეში: გენერალური პროკურორის მიერ ახალი ბრალდებების წაყენება თითქმის ყველა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ – „ქართული ოცნება“ ევროკავშირის ანგარიშს პასუხობს: „არ გვაინტერესებს“

მიხეილ სააკაშვილი – ვაპროტესტებ მხოლოდ ზვიგენის საქმეზე ბრალის წარდგენას და არა სანქციებზე, რადგან მე მოვუწოდებდი დასავლეთში ჩემს მრავალრიცხოვან მეგობრებს სანქცირებას და ვიმეორებ, კიდევ მოვუწოდებ