ტრამპის შესახებ წუწუნი უნდა შევწყვიტოთ, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჩვენ ტრამპის შესახებ წუწუნი და ჩივილი უნდა შევწყვიტოთ, ეს ამერიკელების გადასაწყვეტია. მე ამერიკელი არ ვარ, აშშ-ში ხმის მიცემა არ შემიძლია. ჩვენ მასთან უნდა ვიმუშაოთ, ვინც საცეკვაო მოედანზეა. მთელი ეს წუწუნი და ჩივილი ტრამპზე, ბოლო ორი დღის განმავლობაში გამუდმებით მესმის. მოდით, ამის კეთება შევწყვიტოთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროპამ თავდაცვაზე მეტი უნდა დახარჯოს და არ აქვს მნიშვნელობა იმას, დაბრუნდება თუ არა დონალდ ტრამპი.
რუტეს თქმით, ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაზარდოს, რადგან ეს ევროპის ინტერესების ნაწილს წარმოადგენს.