ნიდერლანდების მთავრობას აზოტით დაბინძურების დონის შემცირება დაევალა

ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას დაცულ ტერიტორიებზე აზოტით დაბინძურების აღმოფხვრა მოუწევს. ამის ვალდებულება მას სასამარლოს გადაწყვეტილების გამო გაუჩნდა.
სასამართლოს განჩინების თანახმად, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს, რომ აზოტის დონე შემცირდეს ქვეყნის მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიებიდან ნახევარზე მაინც, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა, 10 მილიონი ევროს ოდენობით.
კლიმატის ორგანიზაცია Greenpeace-მა შესაბამისი სარჩელით, წამოიწყო სასამართლო დავა და დაამტკიცა, რომ მთავრობა აზოტის ოქსიდით დაბინძურების კრიტიკულად მაღალ დონეს სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ორგანიზაციის მტკიცებით, დაბინძურების მთავარი წყარო კი სატრანსპორტო საშუალებები და სოფლის მეურნეობაა.
ორგანიზაციის წარმომნადგენელიო სასამარლო პროცესზე დაჟინებით ამბობდა, რომ თუ აზოტის ემისიები არ შემცირდა, მცენარეებსა და ცხოველებს საარსებო გარემო აღარ დარჩებათ და მათ არსებობას საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დაბინძურება ოკეანემდე მიაღწევს, მოსალოდნელია ტოქსიკური წყალმცენარეების წარმოშობაც.
შეგახსენებთ, აზოტით დაბინძურებას ნიადაგის დეგრადაციას იწვევს, ნადგურდება ბიომრავალფეროვნება, მცირდება ხეებისა და მცენარეების განაყოფიერება, რაც უფრო დაუცველს ხდის მცენარეებს და ცხოველებს.