ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრი – ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა – ჩვენ და მოკავშირეები ერთიანი ვართ გადაწყვეტილებაში

ნიდერლანდების თავდაცვის ახალი მინისტრის განცხადებით, იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს.
ნიდერლანდების თავდაცვის ახალმა მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა უკრაინელ კოლეგას, რუსტემ უმეროვს თანამდებობაზე დანიშვნის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ნიდერლანდები მხარს უჭერს ს, რამდენადაც შეუძლია და რამდენადაც საჭიროა. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ჩვენს გადაწყვეტილებაში გაერთიანებულები ვართ, უკრაინას მშვიდობა და უსაფრთხოება დავუბრუნოთ“, – განაცხადა რუბენ ბრეკელმანსმა.
ბრეკელმანსმა აღნიშნა, რომ თანამშრომლობის გაძლიერებასა და რუსტემ უმეროვთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
შეგახსენებთ, გუშინ, ნიდერლანდების ახალმა მემარჯვენე მთავრობამ ფიცი დადო. ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა ივანიშვილი – 26 ოქტომბერს კიდევ ერთხელ უნდა გადავარჩინოთ ქვეყანა, არჩევანი გავაკეთოთ – მონობასა და თავისუფლებას, უცხო ქვეყნების მორჩილებასა და სუვერენიტეტს, ომსა და მშვიდობას შორის