ნიდერლანდების ახალი პრემიერი – უკრაინის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა

უკრაინის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა, – ამის შესახებ ნიდერლანდების ახალმა პრემიერ-მინისტრმა, დიკ სხოოფმა უკრაინის პრეზიდენტთან, სთან გამართულ პირველ სატელეფონო საუბარში განაცხადა.
„ახლახან, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან პირველი სატელეფონო საუბარი მქონდა. მე ის დავარწმუნე, რომ მისი ქვეყნის მიმართ ნიდერლანდების მხარდაჭერა მტკიცეა. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ჩვენ უკრაინის პოლიტიკურ, სამხედრო და ფინანსურ მხარდაჭერას გავაგრძელებთ, რაც და რამდენი ხანიც არ უნდა იყოს ამისთვის საჭირო“, – განაცხადა დიკ სხოოფმა.
სხოოფმა აღნიშნა, რომ მომავალ კვირას ვაშინგტონში ნატო-ს სამიტზე ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას მოუთმენლად ელის.
ცნობისთვის, დღეს, ნიდერლანდების თავდაცვის ახალმა მინისტრმა, რუბენ ბრეკელმანსმა განაცხადა, რომ იგი უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს და თანამშრომლობის გაძლიერების იმედი გამოთქვა.
შეგახსენებთ, ნიდერლანდების ახალმა მემარჯვენე მთავრობამ ფიცი გუშინ დადო.

ასევე დაგაინტერესებთ

ვატო სურგულაძე – სამედიცინო დახმარების მიღებისთვის უცხოეთში, მათ შორის ევროპაში წასული პირების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება – მათთვის ვიზალიბერალიზაცია ნამდვილად ყოფნა-არყოფნის საკითხია

ირაკლი კობახიძე – დღესვე შემიძლია ბრიუსელში გავფრინდე, ვინც მეტყვის – ევროკომისარი იქნება, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ნებისმიერთან მზად ვარ დისკუსიისთვის – იქიდან პასუხი რა არის? საბჭოური მიდგომა