ნიგერი უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს

ნიგერმა განაცხადა, რომ მალის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, სთან დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს.
სიტუაციის სერიოზულობისა და მალის წინააღმდეგ აგრესიაში უკრაინის აღიარებული და სავარაუდო ჩართულობის გათვალისწინებით, ნიგერის რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც სრულ სოლიდარობას უცხადებს მალის მთავრობასა და მოსახლეობას, იღებს შემდეგ ზომებს: პირველ რიგში, დიპლომატიური ურთიერთობების დაუყოვნებელი გაწყვეტა ნიგერის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის, მეორე, მიმართვა გაერო-ს უშიშროების საბჭოსთვის უკრაინის აგრესიასა და მის სპონსორებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით“, – განაცხადა ნიგერის მთავრობის წარმომადგენელმა, ამადუ აბდრამანმა.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ მალის რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. მათი განმარტებით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღიარეს ს როლი იმ დიდ დამარცხებაში, რომელიც მალის სამთავრობო ჯარებმა და რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებულმა მებრძოლებმა ივლისში, მეამბოხეებთან ბრძოლებში განიცადეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ