ნიგერიის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, კაცინას შტატში კოორდინირებული ოპერაციების დროს ადგილობრივი დაჯგუფების სულ მცირე 30 წევრი მოკლეს. განცხადებას შტატის შიდა უსაფრთხოების კომისარი ავრცელებს.
მისი თქმით, პოლიციის, სამხედროებისა და საჰაერო ძალებისგან შემდგარმა ერთობლივმა ძალებმა ასობით თავდამსხმელის ერთდროულ თავდასხმას უპასუხეს. ამასთან, როგორც ის ამბობს, შეტაკებების დროს უსაფრთხოების ხუთი თანამშრომელი და ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
როგორც Reuters წერს, ბოლო წლებში შეიარაღებულმა ჯგუფებმა ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ათასობით ადამიანი გაიტაცეს, ასობით კი მოკლეს.
