ნიგერიის ჰუმანიტარული საკითხების და სიღარიბის დაძლევის მინისტრს ბეტა ედუს 24 მილიონი დოლარის მითვისებაში სდებენ ბრალს, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბეტა ედუმ აღნიშნული თანხა 50 სხვადასხვა საბანკო ანგარიშის გამოყენებით მიიღო.
თავდაპირველად, ჰუმანიტარული საკითხების და სიღარიბის დაძლევის მინისტრს, ბეტა ედუს უფლებამოსილება 2024 წლის იანვარში შეუჩერეს, როდესაც მას ბიუჯეტიდან საკუთარ პირად ანგარიშზე 640 000 აშშ დოლარის გადატანაში სდებდნენ ბრალს. ბეტა ედუს საქმის გამოძიების დაწყება პრეზიდენტმა ბოლა ტინუბუმ მოითხოვა.
მინისტრი აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს. ნიგერიის მთავრობამ აღნიშნული 24 მილიონი დოლარი ბიუჯეტში უკვე აღადგინა.