ნიგერიაში სასკოლო ღონისძიებაზე მომხდარი ჭყლეტის დროს 35 ბავშვი დაიღუპა

სამხრეთ-დასავლეთ ნიგერიაში, სასკოლო ღონისძიებაზე მომხდარი ჭყლეტის დროს 35 ბავშვი დაიღუპა, – ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულია კიდევ 6 ბავშვი.
ჭყლეტა ლაგოსის ეკონომიკური ცენტრის მახლობლად, ბაშორუნის რაიონში მდებარე ისლამურ სკოლაში მოხდა.
სკოლაში ოჯახებისთვის ორგანიზებულ ღონისძიებაზე ათასობით ადამიანი იყო შეკრებილი. გავრცელებული ინფორმაციით, ჭყლეტა მას შემდეგ დაიწყო, რაც ღონისძიების ორგანიზატორებმა საკვებისა და საჩუქრების დარიგება დაიწყეს.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია რამდენიმე პირი, მათ შორის სკოლის დირექტორი.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში