,, ნეტა რომელ პლანეტაზე და კონტინენტზე ნახა თბილისის მერიამ ქუჩაში 7/24 საათიანი ფასიანი პარკირება?” –

მწერალი სოციალურ ქსელში წერს:
,,როგორ მაინტერესებს! ნეტა რომელ პლანეტაზე და კონტინენტზე ნახა თბილისის მერიამ ქუჩაში 7/24 საათიანი ფასიანი პარკირება? ჩემთვის ნაცნობ სამყაროში, ქუჩაში პარკირება ფასიანი მხოლოდ სამუშაო საათებშია, ისიც შაბათ კვირისა და უქმე დღეების გამოკლებით. პარიზში ადრე დილის 9 დან 19 სთ დე იყო, მერე სამი თუ ოთხი წლის წინ 20 სთ- დე გადაწიეს და ამაზეც ერთი ამბავი ატყდა..
აქ პირველად საღამოს ათ საათზე რომ დამაჯარიმეს რომელიღაც მესამე კატეგორიის ქუჩაზე პარკირებისთვის, თვალებს არ დავუჯერე, მეგონა შეცდომა იყო.. მერე, როდესაც შევიტყე, რომ არა თუ ჩვეულებრივ დღეებში, რამე რომ იყოს , არც ახალი წლის ღამეს ბავშვებთან საჩუქრებით მისულ თოვლის პაპას დაინდობენ მარხილის პარკირების გადაუხდელობის გამო და არც ტურისტ სანტას…მივხვდი რომ ეს სატრანსპორტო რეპრესიები უბრალოდ ღვთის ადმინისტრაციული რისხვაა, რომელსაც თბილისის მერიისა და შსს აპოლკალიფსის სამსახურების მხედრთა უთვალავი ლაშქარი ახორცელებს გულმხურვალე ენთუზიაზმითა და დაუნდობელი სისასტიკით.. იმისთვის რომ არასდროს გავჩერდეთ.. სულ ვიმოძრაოთ, ვიმოძრაოთ გაუთავებლად.. რადგან სიცოცხლე და პროგრესი მოძრაობაშია! თან გვახსოვდეს, რომ Big Brother ის მახვილ თვალს ვერსად დაემალები.. როგორც კი სადმე სულის მოსათქმელად შეჩერდები, მაშინვე ბუზივით მიგასრესს საკუთარ პარბრიზზე და ეპიტაფიად 50 ლარიან უკონტაქტო ჯარიმას მოგარტყამს სმსით!.. მოკლედ იმოძრავეთ ბატონო მეგობრებო და მომხიბვლელო ქალბატონებო!.. არ გაჩერდეთ!. არ აქვს მნიშვნელბა გეზსა და ტრაექტორიას.. მთავარია იმოძრავეთ.. ბოლოს მაინც ყველანი უფლის წინაშე წარვდგებით .. ჩვენი ყველა ეკლიანი გზა და მათი იავარდით მოფენილი ბასლაინი მასთან მიდის, ხომ იცით..! 😅”

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი