ნეტავ, რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდეს, როგორ სულერთია საქართველოს საზოგადოებისთვის, ჩაერთვებიან სამუშაო ჯგუფებში თუ არა – გურამ მაჭარაშვილი

საქართველო კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია – ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 9 დღე დარჩა.
მმართველი გუნდის ოპონენტების ნაწილი აცხადებს, რომ მზადაა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობის მისაღებად, მხოლოდ მათი წინადადების განხილვის შემთხვევაში, ნაწილი კი რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქტიურად ჩართვას აპირებს.
საპარლამენტო უმრავლესობაში 9 დათქმის შესრულების პროცესში ოპოზიციის მონაწილეობის იმედი არ აქვთ და აცხადებენ, რომ ოპონენტებმა ევროკავშირის რეკომენდაციებზე მუშაობას ბოიკოტი თავიდანვე გამოუცხადეს. გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიზანი ქვეყნისთვის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლაა.
„ნეტავ, რადიკალურმა ოპოზიციამ იცოდეს, როგორ სულერთია ახლა საქართველოს საზოგადოებისთვის მათი დამოკიდებულება, ჩაერთვებიან ამ ჯგუფებში თუ არა. მეტსაც გეტყვით, ასეთი განწყობა აქვთ, მათ შორის, ევროპელ პარტნიორებს, რადგან იციან, ვინ არის ევროინტეგრაციისთვის მომუშავე და ვინ პირიქით – ფეხის დამდები. ჩაერთვებიან თუ არა – თვითონ განიხილონ ეს საკითხი,“ – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გვარამიას უსაყვარლესი თემა იყო პატრიარქის დაკნინება- ახლა გამოდგა და კაკანებს, ვერ გამოვემშვიდობეო! შენ ვერც სამძიმარზე გაბედე მისვლა, არ იყო გულსევდიან მორწმუნეებში შენი ადგილი! ბიძინა ივანიშვილი იქ უნდა ყოფილიყო და იყო კიდეც, ამას დამსახურება სჭირდება, შენ ვერ დაიმსახურე

დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს