ნესტან ცეცხლაძე მზია ამაღლობელისთვის 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრებაზე – მტკიცებულებებისა და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მოსამართლემ უტიფრად მიიღო გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელია

მტკიცებულებებისა და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მოსამართლემ უტიფრად მიიღო გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელია, – ამის შესახებ „ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ სასამართლო პროცესის შემდეგ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ს საქალაქო სასამართლომ გამოცემა „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.
ნესტან ცეცხლაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოზიტიური მოლოდინი არ ჰქონია, „ამგვარ უტიფრობას“ არ ელოდა.
„მე არ მქონია დიდი მოლოდინი, იმიტომ, რომ სასამართლო საერთოდ არ არის, მაგრამ ამგვარ უტიფრობას მაინც არ ველოდი, ძალიან გაბრაზებული ვარ. ეს უბრალოდ, სასამართლო არაა, უსამართლო სასამართლოც კი არ არის. სრულიად გაყალბებული დაკავების ოქმებით, ცრუ მოწმეებით მოსამართლემ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ვინც ესწრებოდა ადმინისტრაციულ პროცესს, სრულიად ნათელი იყო, რასთან გვაქვს საქმე, როგორ მტკიცებულებებისა და მოწმეების გაყალბების საფუძველზე მოსამართლემ უტიფრად მიიღო ეს გადაწყვეტილება, აღმაშფოთებელია“, – განაცხადა ნესტან ცეცხლაძემ.