ნერეში თუ “კვარა”? – კონტემ “ჯენოასთან” მატჩის წინ გადაწყვეტილება მიიღო

დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, სერია A-ს მე-17 ტურში “ნაპოლი” “ჯენოას” ესტუმრება.
გუშინ “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ სასიამოვნო სიახლე გვამცნო და განაცხადა, რომ მ “ლაციოსთან” მიღებული ტრავმა მოირჩინა და “ჯენოასთან” სამატჩო განაცხადში მოხვდებოდა.
Corriere dello Sport-ის ცნობით, ქართველი მატჩს სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს, ძირითად შემადგენლობაში კი მის ადგილს დავიდ ნერეში დაიკავებს, შეტევის მარჯვენა ფლანგზე კი მატეო პოლიტანოს ვიხილავთ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 35 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ჩემპიონატის ლიდერ “ატალანტას” 2 ქულით ჩამორჩება.
პოლიტანო არ არის სუპერ შემტევი, თან წელს საერთოდ სუსტად გამოიყურება, თუ არ ვცდები მხოლოდ 1 ბურთი აქვს გატანილი და რა იქნება კვარა და ნერეში ერთად მოსინჯოს თავიდანვე? რა გადაეკიდა ყველა კვარა თუ ნერეში? პოლიტანოს ამოგედება დროებით მაინც სავსებით შესაძლებელია და თუ ნერეში ჩააგდებს თამაშებს(ეს ასეც იქნება დღეს თუ ხვალ) დააბრუნოს მერე ისევ ნაცადი შემადგენლობა…