“ნერეშის ტრანსფერი შესაძლოა, მის წასვლას ნიშნავდეს… “კვარას” ამ გუნდში ვხედავ” – იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ხვიჩას მომავალზე საუბრობს

იტალიელმა სატრანსფერო ექსპერტმა ხერარდო ფასანომ Areanapoli-სთან ინტერვიუში სხვადასხვა თემის მათ შორის ს შესახებაც ისაუბრა.
ფასანოს თქმით, არაა გამორიცხული, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლიმ” კვარაცხელია გაყიდოს.
“დარჩება თუ არა “კვარა” “ნაპოლიში”? თითქოს, “პარტენოპეი” წინასწარ ემზადება, მათ “ბენფიკადან” დავიდ ნერეში შეიძინეს, იქამდე კი კიეზას ტრანსფერზე მუშაობდნენ. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბრაზილიელი მომდევნო სეზონში ქართველის შემცვლელის როლს მოირგებს. კონტემ გადაწყვიტა, რომ დავიდი ორივე ფლანგზე გამოიყენოს. ამ მომენტისთვის ნერეში კარის ხაზის წინ კვარაცხელიაზე გადამწყვეტია, თუმცა ანტონიოს რომ ხვიჩა სკამზე დაესვა, ეს დიდ სკანდალს
გამოიწვევდა და მედია კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებების გაჭიანურებას დააბრალებდა.
სად შეიძლება ვიხილოთ კვარაცხელია? “რეალს” ვიტყოდი. ის და როდრიგო ერთმანეთის კონკურენტები იქნებოდნენ”, – განაცხადა ფასანომ.
შეგახსენებთ, ხვიჩას “ნაპოლისთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

ასევე დაგაინტერესებთ