ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, დაღუპულია 18 ადამიანი

ნეპალში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც 18 ადამიანი დაიღუპა, მხოლოდ პილოტის გადარჩენა მოხერხდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფრანს-პრესი“ ნეპალის დედაქალაქის, კატმანდუს პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პილოტი გადაარჩინეს და მას სამედიცინო დახმარებას უწევენ. თვრამეტი ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი უცხოელია“, – განაცხადა კატმანდუს პოლიციის წარმომადგენელმა, დან ბაჰადურ კარკიმ.
Saurya Airlines-ის თვითმფრინავი კატმანდუში აფრენისას ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის 2 წევრი და კომპანიის 17 სპეციალისტი იმყოფებოდა, რომლებიც ქალაქ პოხარაში სხვა თვითმფრინავის შესაკეთებლად მიფრინავდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – აგენტურის მთავარი დაპირება ტექნიკური მთავრობა ყოფილა, ზურაბიშვილმა გვამცნო – მან დაადასტურა, რომ სააკაშვილის, გვარამიას, ხაზარაძის და გახარიას პარტიები საერთო პატრონის დავალებებით მოქმედებენ