ნეპალში მოხალისეების რუსეთის არმიაში გაგზავნისთვის 12 ადამიანი დააკავეს

ნეპალის პოლიციის წარმომადგენლის, კუმუდ დუნგელის თქმით, რუსულ ჯარში ახალგაზრდების უკანონოდ გაგზავნის ბრალდებით 12 ადამიანი დააკავეს.
დუნგელის თქმით, დაკავებულები ამზადებდნენ დოკუმენტებსა და ვიზებს, რათა ახალგაზრდა ნეპალელები რუსეთში ინდოეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების გავლით გაეგზავნათ.
“ეს ახალგაზრდები შემდეგ აჰყავდათ ჯარში. გაურკვეველია, ამ გზით რამდენი ადამიანი გაგზავნეს, მაგრამ გამოძიება გრძელდება”. – აღნიშნა პოლიციის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, თითოეულმა მოხალისემ რუსეთში წასასვლელად 8 500 დოლარი გადაიხადა.
ნეპალის ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ აძლევს უფლებას უცხო ქვეყნის ჯარში დაქირავებულებად იომონ.
5 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ს ჯარში მსახურობისას ექვსი ნეპალელი ჯარისკაცი დაიღუპა, კატმანდუმ მოსკოვს რუსულ არმიაში ნეპალელების რეკრუტირების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამასთანავე, ქვეყანა იმ ჯარისკაცების დაბრუნებას მოითხოვს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის ჯარში მსახურობენ.

ასევე დაგაინტერესებთ