ნეპალის პრეზიდენტმა ახალი საპარლამენტო დანიშნა

ნეპალის პრეზიდენტმა ახალი საპარლამენტო დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ნეპალის პრეზიდენტის, რამჩანდრა პაუდელის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„პრეზიდენტმა წარმომადგენელთა პალატა დაითხოვა და არჩევნების თარიღად 2026 წლის 5 მარტი დანიშნა“, – ნათქვამია ნეპალის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
არჩევნების თარიღის დანიშვნამდე რამდენიმე საათით ადრე რამჩანდრა პაუდელმა ქვეყნის დროებით პრემიერ-მინისტრად ყოფილი მთავარი მოსამართლე, სუშილა კარკი დანიშნა.
შეგახსენებთ, ნეპალში საპროტესტო აქციები მთავრობის მიერ სოციალური მედია პლატფორმების აკრძალვის შემდეგ დაიწყო. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა და 1300 დაშავდა. საპროტესტო აქციების ფონზე, ნეპალის პრემიერ-მინისტრი შარმა ოლი თანამდებობიდან გადადგა.