ნენსი პელოსი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს

„დემოკრატი“ ნენსი პელოსი პოლიტიკურ კარიერას ასრულებს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერის, „დემოკრატი“ ნენსი პელოსის განცხადებით, კონგრესის 2026 წლის შუალედურ არჩევნებში კენჭს არ იყრის.
„კონგრესში ხელახლა არჩევისთვის კენჭს არ ვიყრი. მადლიერებით სავსე გულით, ჩემი მსახურების ბოლო წელს მოუთმენლად ველი“, – განაცხადა პელოსიმ.
ნენსი პელოსი პირველად კონგრესში 1987 წელს აირჩიეს და სან-ფრანცისკოს -ის წარმომადგენელთა პალატაში თითქმის 40 წლის განმავლობაში წარმოადგენდა.
85 წლის პელოსი აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობას იკავებდა.