“ლიონი” “რენიდან” ნემანია მატიჩის ტრანსფერს მომდევნო 48 საათში დაადასტურებს. ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, სერბი ნახევარმცველი ფრანგულ კლუბთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ხელფასის სახით სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.
მატიჩმა მიმდინარე სეზონში “რენის” მაისურით ლიგა 1-ში 13 მატჩი ჩაატარა.