ნეკა დოროყაშვილი პოდკასტ “სარკასტიკას” სტუმრობდა. გადაცემამ იუმორში და სიცილში ჩაიარა… წამყვანებმა – გიორგი ნაზღაიძემ და თამაზა ლოხიშვილმა სტუმარს პირველი, რისი “გაშიფვრაც” სთხოვეს, მისი სიმღერის სახელწოდებაა. გახსოვთ, ალბათ, დოროყაშვილმა საკუთარ სიმღერაზე “ამლოკე” კლიპი გადაიღო და 4 იანვარს იუთუბარხზე განათავსა.
ნეკა დოროყაშვილი: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ქართველი ქალები უნდა აგვლოკონ, ოღონდ კოჭებიდან. ახლა დავსერიოზულდეთ. სიმღერაში “ამლოკე” მე ფილოსოფიურად ვიგულისხმე.
ამ პასუხზე წამყვანებმა სიცილი დააყარეს)
გიორგი: ჯობდა, არ გეთქვა!
ნეკა: ძაან რომ გინდა ალოკო, მაგრამ ვერ უახლოვდები. არ გიშვებს.
თამაზა: აქვე გამძვრეს სული, თუ ვინმეს ალოკვა მინდოდეს. მართლა არ მინდა.
გიორგი: ამ სიმღერაში, სიმღერაზე მეტად ჩურჩულებ.
ნეკა: იეს, ჰაერებით ვმღერი. მო-კაილიმინოუგურად. ჰაერებით ხავილს ვერ ვაკეთებ. დამავალეს, რომ ასე მემღერა. რატო გადამეკიდნენ, რომ ეგრე უნდა მემღერა?
გიორგი: ტექსტი ვინ დაგიწერა?
ნეკა: მე დავწერე.
გიორგი: ალბათ, მძიმე დღე გქონდა. შინაარსობრივად ვერ ვალაგებ.
ნეკა: იმიტომ, რომ ფილოსოფიურია. გიჟი თავისუფალია. არ ექვემდებარება არაფერს.
თამაზა: მე აქ დავინახე, ურთიერთობას რომ დაასრულებ ვინმესთან და მერე კარგ ფოტოს რომ დადებ – “ნახე, ვინ დაკარგა.”
გიორგი: ეს დაემთხვა, თუ შენი ყოფილი ქმრის ნიშნობა და შენი სიმღერის გამოსვლა ერთმანეთს დაემთხვა?
ნეკა: დაემთხვა… ნიკა ჩემ ქმრად ითვლება, ხელი არ გვაქვს გაწერილი. მაგაზე უარი მითხრა. ეკლესიურად ჩემი ქმარია. ჯვარი არ გვაქვს აყრილი. ის გოგო ეძლევა სიძვას, მრუშობს. მე ვარ ოფიციალური ცოლი, ის გოგო არის მრუში.
თამაზა: სამი წელი ხალხი გაწყდა, გვანერვიულეთ და ახლა ყოფილები ერთმანეთთან კარგად არიან. რა კაიაა?! ალიმენტად თვეში 40 ათას დოლარს მართლა გიხდის?
ნეკა: მართლა მიხდის, თვეში 40 ათას დოლარს, რატომ არ უნდა მიხადოს? ვისზე ნაკლები ქალი ვარ?! ამას იხდის იმაში, რომ მე ვიყო ლამაზი, კეთილშობილი და კარგ ხასიათზე გავზარდო შვილი.
გიორგი: შენზე ამბობენ საჭმელებს ამზადებსო…
ნეკა: ლობიოს კეთება ვიცი მარტო. ნიკას ლობიოს რომ ვაჭმევდი, იმიტომ იგებდა. ახლა აგებს. ლობიოს რეცეპტს ვაჯდები. კარლოტას არ ჩავუგდებ ხელში.




