ნეიმარს კონტრაქტს უწყვეტენ? – ბრაზილიელი შესაძლოა, კვლავ მესის თანაგუნდელი გახდეს

UOL Esporte-ს ცნობით, ს “ალ ჰილალი” მუდმივი ტრავმიანობის გამო, გუნდის ბრაზილიელ ვარსკვლავ ნეიმართან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს.
კლუბში საეჭვოდ მიიჩნევენ, რომ 32 წლის ფეხბურთელს დაზიანების სრულად მორჩენა და კვლავ მაღალ დონეზე თამაში შეეძლება.
საინტერესოა ისიც, რომ ნეიმარის თემასთან დაკავშირებით პორტუგალიელმა აგენტმა პაულო ბარბოსამ ისაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ბრაზილიელს გუნდის მთავარ მწვრთნელ ჟორჟე ჟეზუსთან კოფლიქტი აქვს და მას მოტივაციის ნაკლებობას ედავებიან.
ბარბოსა ამბობს, რომ ნეიმარი ევროპაში არ აბრუნებს და კარიერას სამშობლოში ან MLS-ში განაგრძობს, სადაც მას დიდი მეგობარი ლიონელ მესი ელოდება.
ინფორმაციისთვის, ნეიმარს ტრავმის გამო თითქმის ერთი ხელი გაუცდა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ მან კიდევ ერთი დაზიანება მიიღო და ახლა დაახლოებით ნახევარი თვე მოუწევს უქმოობა.