ნეიმარმა “სანტოსი” გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს

“სანტოსის” 33 წლის ვარსკვლავი ნეიმარი მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. ამის შესახებ ფეხბურთელმა Globo-სთან საუბარში განაცხადა. მოგეხსენებათ, ფეხბურთელმა ბრაზილიის ჩემპიონატის ბოლო 3 ტური ტრავმით ითამაშა და მის გუნდს უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
“სანტოსში” იმისთვის მოვედი, რომ გუნდს ყველანაირად დავხმარებოდი. ეს კვირები ჩემთვის რთული იყო. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემთან იყო და მხარი დამიჭირა. ისინი რომ არა, ამ მატჩებში ტრავმების, მუხლის პრობლემებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ ვითამაშებდი.
დასვენება მჭირდება, შემდეგ კი მუხლის ოპერაციას გავიკეთებ”, – თქვა ნეიმარმა.
შეხსენებისთვის, ნეიმარმა გასულ სეზონში ბრაზილიის ჩემპიონატის 20 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა და 1 ასისტი მიითვალა.
“ბრიუგემ” ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
“კარიერის გაგრძელების მხოლოდ 1 ვარიანტი აქვს” – Diario Sport-ი ნეიმარზე წერს
“ინტერის” სპორტულმა დირექტორმა ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში – “სანტოსმა” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] აგვისტოს შემდეგ პირველად – ნეიმარმა ბრაზილიის ჩემპიონატში გაიტანა
შესაძლოა, დარჩეს – ნეიმარის მიზანი 2026 წლის მუნდიალზე თამაშია
სეზონი ნაადრევად დაასრულა და “სანტოსსაც” ემშვიდობება? – ნეიმარის მომავალი ჯერ გაურკვეველია
“ჩემი საყვარელი ფეხბურთელი ვინისიუს ჟუნიორია” – ლუის ჰამილტონი
“ერთხელ ტუალეტში შევედი და მისმა საქციელმა შოკში ჩამაგდო” – პსჟ-ს ყოფილმა მეკარემ ნეიმარზე ისტორია გაიხსენა