ნეიმარმა თავისი აზრით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული დაასახელა [VIDEO]

“სანტოსის” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა თავისი აზრით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონის გამარჯვებული დაასახელა.
ის მიიჩნევს, რომ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს მისი ყოფილი გუნდი “ბარსელონა” მოიგებს.
Kings League-სთან საუბარში ნეიმარმა მეოთხედფინალური ეტაპის პროგნოზიც გამოთქვა. მისი აზრით, ნახევარფინალურ ეტაპზე “რეალი”, პსჟ “ბარსელონა” და “ბაიერნი” გავლენ.
შენიშვნა: ნეიმარმა ეს პროგნოზი გუშინდელ მატჩებამდე გააკეთა