ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა Flow Podcast-ში საკუთარი ცხოვრების წესზე, გართობასა და წვეულებებზე ისაუბრა.
“ადამიანებს აქვთ ჩამოყალიბებული წარმოდგენა ჩემზე, როგორც მოთამაშეზე, სპორტსმენზე.
ხალხი ფიქრობს, რომ წვეულებებსა და კარნავალებს ყოველ დღე ვესწრებოდი და არა მაშინ, როცა ამის გაკეთება შეიძლება – თავისუფალ დროს, დასვენების დღეებსა და თუ შვებულებისას.
არაფერია იმაში გასაკვირი, რომ უკვე 15 წელია უმაღლეს დონეზე ვთამაშობ. ეს დიდ თავშეკავებულობას მოითხოვს – ძალიან ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა, ზუსტად ვიცი, რასაც ვამბობ.
ადვილი არ ყოფილა იმ სიმაღლეების დაპყრობა, რასაც მივაღწიე. ჩემი წარსულით ვამაყობ,” – განაცხადა ბრაზილიელმა.
ნეიმარი ამჟამად, მშობლიური “სანტოსის” რიგებში თამაშობს.
იამალი სკანდალში გაეხვია – ვინ არის ესპანელის 30 წლის შეყვარებული, რომელსაც მოკვლით ემუქრებიან?
ფლიკმა “ბარსელონაში” ნეიმარის შესაძლო დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მიიღო
ნეიმარის “ბარსელონაში” დაბრუნება გამოირიცხა – დეკო ტრანსფერის წინააღმდეგია
ნეიმარს COVID-19 დაუდასტურდა
დღეში 11 საათი ვარჯიშობს – “სანტოსი” ნეიმარს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
[VIDEO] ისევ ტრავმა – ნეიმარმა მოედანი ტირილით დატოვა
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი “ბარსელონაში” დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
