“ნეიმარი ჩვენთან? ეს კლუბია და არა საავადმყოფო – “პალმეირასის” პრეზიდენტმა “ალ ჰილალის” შემტევზე ისაუბრა

“პალმეირასის” პრეზიდენტმა ლეილამ “ალ ჰილალის” შემტევის, ნეიმარის შესახებ ისაუბრა. ბრაზილიური პრესა რამდენიმე კვირის წინ აქტიურად წერდა, რომ სუპერვარსკვლავი სამშობლოში დაბრუნებას განიხილავდა.
ლეილამ ნეიმარის “პალმეირასში” გადაბარგება გამორიცხა.
“ნეიმარი “პალმეირასში” არ გადმოვა. ეს კლუბია და არა საავადმყოფო. მინდა ისეთი ფეხბურთელი შევიძინო, რომელსაც თამაში ნებისმიერ დროს შეეძლება, თუ მწვრთნელი ამას მოსთხოვს.
არ დავთანხმდები ისეთ მოთამაშის შეძენას, რომელიც სათამაშო ფორმაში არ იქნება”, – ციტირებს ლეილას სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ტრავმის გამო დაახლოებით 1 წლის განმავლობაში უქმობდა. მან 4 ნოემბერს აზიის ჩემპიონთა ლიგაზე
“ესტაგლალთან” 30 წუთი ითამაშა, მაგრამ ტრავმის გამო შეცვალეს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში