ნეიმარი: ჩემი აზრით, 2024 წელს “ოქროს ბურთს” ეს ფეხბურთელი მოიგებს

“ალ ჰილალისა” და ბრაზილიის ნაკრების შემტევმა ნეიმარმა განაცხადა, რომ მისი აზრით, 2024 წელს “ოქროს ბურთს” მისი თანამემამულე ვინისიუსი მოიგებს.
“რა თქმა უნდა, 2024 წელს “ოქროს ბურთი” ვინისიუსისაა. მე მას ვგულშემატკივრობ. მივწერე ფინალამდეც და შემდეგაც. ძალიან მიყვარს ეს ბიჭი. ის დიდი მეგობარია, რომელიც ფეხბურთმა მომცა და აუცილებლად მოიგებს “ოქროს ბურთს”.
ის ჩვენს დროშას მთელი მსოფლიოს მასშტაბით წარმოაჩენს და მას ყველა ვგულშემატკივრობთ”, – ციტირებს ნეიმარს Globo.