ბრაზილიელმა სუპერვარსკვლავმა ნეიმარმა 2017 წელს “პარი სენ ჟერმენში” გადასვლის პერიოდი გაიხსენა. მაშინ შემტევი პარიზულ კლუბს სარეკორდო 222 მილიონ ევროდ, “ბარსელონადან” შეუერთდა.
ნეიმარის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე მას აფრთხილებდნენ, რომ “ბარსელონას” დატოვებას აუცილებლად ინანებდა.
“მითხრეს, რომ განსაკუთრებული ვიყავი და მე “ბარსელონამ” ამირჩია. მეუბნებოდნენ, რომ პარიზი გამანადგურებდა და “პარი სენ ჟერმენში” გადასვლა უდიდესი შეცდომა იქნებოდა. მირჩიეს, რომ “ბლაუგრანა” არ დამეტოვებინა, რადგან გუნდში სიბნელე სუფევდა. სამწუხაროდ, არავის მოვუსმინე”, – განაცხდა ნეიმარმა.
შეგახსენებთ, ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენის” ღირსებას 2017/2023 წლებში იცავდა. შემტევმა ამ პერიოდში
გამართულ 173 მატჩში 118 გოლის გატანა და 77 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მომზადებულია OneFootball-ის მიხედვით