ნეთანიაჰუ: “ჰამასი” მძევლის ცხედრის არდაბრუნების გამო, პასუხს აგებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ პარასკევს განაცხადა, რომ “ჰამასი” პასუხს აგებს გატაცებული მძევლებიდან ერთ-ერთის, შირი ბიბასის ცხედრის არდაბრუნების გამო.
„ჩვენ ვიმოქმედებთ მტკიცედ, რომ შირი სახლში დავაბრუნოთ ყველა ჩვენს მძევლებთან, როგორც ცოცხლებთან, ისე გარდაცვლილებთან ერთად. დავრწმუნდებით, რომ “ჰამასი” სრულად აგებს პასუხს ამ შეთანხმების ასეთი სასტიკი და ბოროტი დარღვევისთვის“, – თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეო განცხადებაში.
„მათ არა მხოლოდ მამა, იარდენ ბიბასი, ახალგაზრდა დედა, შირი და მათი ორი პატარა ბავშვი გაიტაცეს წარმოუდგენლად ცინიკურად, არამედ ვერც შირი დაუბრუნეს მის პატარა შვილებს, პატარა ანგელოზებს და სამაგიეროდ, ღაზელი ქალის ცხედარი კუბოში მოათავსეს“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
“ჰამასმა” განაცხადა, რომ შირი ბიბასის ცხედარი, როგორც ჩანს, აერიათ ნანგრევებიდან ამოყვანილი სხვა ადამიანის ცხედარში მას შემდეგ, რაც ს სამხედროებმა იმ ადგილზე განახორციელეს საჰაერო თავდასხმა, სადაც შირი იმყოფებოდა.
სამი ისრაელელი მძევლისა და ამოუცნობი ქალის ცხედარი ისრაელში ხუთშაბათს დააბრუნეს. ეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში მოხდა.
ხუთშაბათს ისრაელისთვის გადაცემულ ცხედრებს შორის იყო – ჩვილი კფირ ბიბასი, რომელიც გატაცებისას 9 თვის იყო და მისი 4 წლის ძმა, არიელ ბიბასი. შეთანხების შედეგად, ისრაელისთვის უნდა გადაეცათ მცირეწლოვანი ბიჭების დედის, შირის ცხედარიც, თუმცა, ისრაელის მხარემ, გვამების გამოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ქალის სხეული ბავშვების დედის არ იყო. ისრაელისვე მტკიცებით, ბიჭები “ჰამასის” ტყვეობაში დახოცეს, თუმცა “ჰამასი” ამტკიცებს, რომ ისინი ერთ-ერთი დაბომბვისას დაიღუპნენ.