ნეთანიაჰუ: ღაზაში ოპერაცია სუსტდება, მაგრამ შემდეგი ომი ლიბანთან შეიძლება იყოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ 24 ივნისს განაცხადა, რომ ჰამასის (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული დაჯგუფება) წინააღმდეგ საომარი მოქმედების მიმდინარე ფაზა სუსტდება, რაც იმის წინაპირობას ქმნის, რომ დამატებით ძალებს გააგზავნის თავის ჩრდილოეთ საზღვართან იმისთვის, რომ წინ აღუდგნენ ლიბანის ჰეზბოლას.
ამ კომენტარიდან ჩანს, რომ დაძაბულობა შეიძლება გაიზარდოს ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.
ნეთანიაჰუმ ამასთან განაცხადა, რომ ღაზაში ომს ბოლო არ უჩანს.
შარშან 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასის მეომრები ისრაელს დაესხნენ თავს სასაზღვრო არეალში, რასაც 1200-მდე პირი ემსხვერპლა და 250 მძევლად აიყვანეს, ისრაელი აწარმოებს ომს ღაზის სექტორში ჰამასის განადგურებას მიზნით. პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის ოპერაციას 37 ათასი ადამიანი შეეწირა. ღაზის სექტორში განადგურდა ინფრასტრუქტურა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ელჩი – საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი, უკიდურესად სამწუხარო – ჩემი გზავნილი იქნება: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით

სალომე ზურაბიშვილი – რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები – საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ

ნიკა მელია – ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი საქმე – ქვეყნის სამსახური, რომ ხვალ გვქონდეს ქვეყანა და შვილებს ჰქონდეთ მომავალი, ჰქონდეთ სკოლა, სადაც საქართველოს ისტორიას ისწავლიან და არა გასაბჭოების მორიგ ტრაგედიას