ნეთანიაჰუ უარყოფს “ჰამასის” სამშვიდობო ინიციატივას და სრულ გამარჯვებაზე საუბრობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ დღეს განაცხადა, რომ ღაზაში სრული გამარჯვების მიღწევა შესაძლებელია. მან უკუაგდო დაჯგუფება “ჰამასის” ბოლო სამშვიდობო ინიციატივა, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს.
ნეთანიაჰუმ კვლავ გაიმეორა, რომ გაანადგურებს პალესტინელთა ისლამისტურ მოძრაობას და თქვა, რომ ისრაელს “ჰამასის” დაშლის გარდა, სხვა ალტერნატივა არ გააჩნია.
“ხვალინდელი დღე არის დღე “ჰამასის” შემდეგ, მთლიანად “ჰამასის” [დასრულების] შემდეგ”, – თქვა მან პრესკონფერენციაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღაზაში ომის დამთავრების ერთადერთი გზა დაჯგუფებაზე სრული გამარჯვების მოპოვებაა.
“მხოლოდ სრული გამარჯვება მოგვცემს საშუალებას, აღვადგინოთ უსაფრთხოება ისრაელში, როგორც ჩრდილოეთში, ასევე – სამხრეთში” – განაცხადა ს პრემიერმა.
დაჯგუფება “ჰამასმა” საკუთარი სამშვიდობო ინიციატივა წამოაყენა, რომელიც ცეცხლის შეწყვეტას ოთხთვიანი ვადით ითხოვდა. დროებითი ზავის განმავლობაში, დაჯგუფება პირობას დებდა, რომ ისრაელიდან გატაცებული ყველა მძევალი გათავისუფლდებოდა. ამასობაში, ისრაელს ღაზის სექტორიდან ჯარი უნდა გაეყვანა და მხარეებს ომის დასრულებაზე შეთანხმებისთვის უნდა მიეღწიათ.
კონტრშეთავაზება “ჰამასმა” გასულ კვირას კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ გაგზავნილი წინადადების პასუხად წამოაყენა, რომელსაც ისრაელი და შეერთებული შტატები ეთანხმებიან. ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-“ჰამასის” ომში ეს ყველაზე მასშტაბური დიპლომატიური ძალისხმევაა, რომელიც ბრძოლების გაფართოების და ომში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად.
6 თებერვალს, ისრაელში ჩავიდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი . ის მანამდე შეხვდა და ესაუბრა კატარისა და ეგვიპტის ლიდერებს, რომლებიც სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით, ცდილობენ მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულონ. ისრაელში ჩასვლისთანავე, სამშვიდობო ინიციატივის განსახილველად, ბლინკენი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – რუსულ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ ექნება – გელოდებით ხვალ რესპუბლიკის მოედანზე, რათა ერთად გავათენოთ ღამე ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი შვილების ევროპული მომავლისთვის, რომლის მოპარვასაც ბიძინა ივანიშვილი ცდილობს