ნეთანიაჰუ უარყოფს ცნობას, რომ ტრამპმა ისრაელის მიერ ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო

ისრაელის პრემიერმინისტრმა, მ უარყო ცნობა იმასთან დაკავშირებით, რომ -ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ს მიერ ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.

“არსებობს უამრავი ყალბი ცნობა იმ საუბრებზე, რომლებიც არასდროს მომხდარა, არ ვაპირებ ამაში ჩავერთო” – თქვა ნეთანიაჰუმ Fox News-თან ინტერვიუში

ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ცახი ჰანეგბის თქმით, გავრცელებული ცნობა “უმაღლესი დონის ყალბი ინფორმაციაა”.

მანამდე, სააგენტო Reuters ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერდა, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ისრაელის მიერ ირანის უზენაესი ლიდერის ლიკვიდაციის გეგმას ვეტო დაადო.

“მოკლეს ირანელებმა ამერიკელი? არა, სანამ ამას არ იზამენ, ჩვენ პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმაზეც კი არ ვილაპარაკებთ”. – განუცხადა ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა Reuters-ს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც