ნეთანიაჰუ მომავალ კვირაში უნგრეთს ეწვევა

ისრაელის პრემიერმინისტრი მომავალ კვირას უნგრეთში გამგზავრებას გეგმავს მიუხედავად იმისა, რომ მასზე დაპატიმრების საერთაშორისო ორდერია გაცემული.
მისმა ოფისმა გამოაცხადა, ნეთანიაჰუ იქ იქნება ოთხშაბათიდან კვირამდე და შეხვდება, სხვათა შორის, პრემიერმინისტრ ვიქტორორბანსაც.
შარშან ნოემბერში, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი ნეთანიაჰუს და თავდაცვის ყოფილი მინისტრის გალანტის წინააღმდეგ ღაზის ომში მათი ქმედებების გამო.
მათ ბრალად ედებათ კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და ომის დანაშაული.
ორბანმა ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემისთანავე მოწვევა გაუგზავნა და განაცხადა, რომ ვიზიტისას ის არ იმოქმედებს.
უნგრეთმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სტატუტის რატიფიცირება მოახდინა და, შესაბამისად, ვალდებული იქნება შეასრულოს მისი გადაწყვეტილებები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი – პატრიარქის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო – კონსილიუმი შეჯერდა და თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე მიმდინარე ყველა სამკურნალო ღონისძიება არის ადეკვატური

ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრი – საქართველოზეა დამოკიდებული, რომ ევროკავშირის მიმართულებით, წინ იაროს – ამისთვის კი აუცილებელია ევროპული ღირებულებების გაზიარება, დემოკრატიის, სიტყვისა და პრესის თავისუფლების დაცვა