ნეთანიაჰუ: ისრაელი რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს მძევლების დაბრუნების შესახებ

ისრაელი რთულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზიდან მძევლების დაბრუნების შესახებ, მაგრამ ამავე დროს იცავს საკუთარი უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ საჭირო პრინციპებს, – განაცხადა ს პრემიერ- მინისტრმა, მ მინისტრთა კაბინეტის სხდომის დასაწყისში 18 აგვისტოს.
„არის საკითხები, რომელთა მიმართ შეგვიძლია ვიყოთ მოქნილი, მაგრამ არის საკითხები, რომელთა მიმართ ვერ ვიქნებით მოქნილი და დაჟინებით მოვითხოვთ მათ. ძალიან კარგად ვიცით მათი ერთმანეთისგან გარჩევა,“ – თქვა ნეთანიაჰუმ და დასძინა, რომ ჰამასი (-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი დაჯგუფება) „სიჯიუტეს“ ავლენს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებისას. ნეთანიაჰუ ყველას მოუწოდებს გააძლიერონ ზეწოლა ჰამასზე მომავალი კვირის მოლაპარაკების წინ.
ბოლო დღეებში გაძლიერდა დიპლომატიური მცდელობები ისრაელსა და ჰამასს შორის კონფლიქტის შესაჩერებლად და ღაზაში მყოფი მძევლების დაბრუნების შესახებ შეთანხმების უზრუნველსაყოფად. ისრაელში 18 აგვისტოს ჩადის აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, .
მოლაპარაკებები აშშ-ის, ეგვიპტის და კატარის შუამავლობით, გაგრძელდება ამ კვირაში, კაიროში. გასულ კვირაში დოჰაში ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. ამერიკელი დიპლომატები ოპტიმისტურად არიან განწყობილი, მაგრამ აცხადებენ, რომ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”