ნეთანიაჰუ: ისრაელი გააგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებს ლიბანის გარშემო

ისრაელი გააგრძელებს ლიბანის გარშემო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებების განხილვას მომდევნო დღეებში, განაცხადა ს პრემიერ-მინისტრმა მ 27 სექტემბერს.
მანამდე ის ვაშინგტონმა გააფრთხილა, რომ შემდგომი ესკალაცია მხოლოდ გაართულებდა ორივე მხარის მშვიდობიანი მოსახლეობის სახლში დაბრუნებას.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე უარყო გლობალური მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტაზე ჰეზბოლასთან, რომელიც შედგება ორი, პოლიტიკური და სამხედრო ფრთისგან და რომელიც ლიბანის სამხრეთში შიიტური რეგიონების დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას პოლიტიკური ფრთა ლიბანის პარლამენტშია წარმოდგენილი.

ისრაელმა ამის შემდეგ განაგრძო საჰაერო თავდასხმები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა ლიბანში და რის გამოც გაამძაფრა შიში რეგიონული ომის შიში.
27 სექტემბერს ისრაელის და ლიბანის სასაზღვრო ქალაქ შებააში ისრაელის თავდასხმის შედეგად ერთი ოჯახის ცხრა წევრი დაიღუპა, მათ შორის ოთხი ბავშვი, განუცხადა Reuters-ს ქალაქის მერმა მოჰამად სააბმა.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ორშაბათის, 22 სექტემბრის, შემდეგ ისრაელის თავდასხმების შედეგად ლიბანში 600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ჰეზბოლამ, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს და ევროპის ქვეყნების მიერ მხოლოდ მისი სამხედრო ფრთაა ტერორისტულად შერაცხილი, განაცხადა, რომ 27 სექტემბერს რაკეტები გასტყორცნა ისრაელის მიმართულებით, კირიატ ატასკენ, ქალაქ ჰაიფას მახლობლად, საზღვრიდან 30 კილომეტრში და ქალაქ ტიბერიასის მიმართულებით, და განაცხადა, რომ ეს თავდასხმები პასუხი იყო ისრაელის მხრიდან ლიბანის სოფლებსა და ქალაქებში მშვიდობიან მოსახლეობის დაბომბვაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – თავისუფლება მოვიპოვეთ 33 წლის წინ, მაგრამ დამოუკიდებლობა შევიგრძენით 2022 წლის თებერვალში, როდესაც უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება დინების წინააღმდეგ მიდიოდა, მაგრამ ჩვენი ხალხის ინტერესში იყო