ნეთანიაჰუ იერუსალიმში თავდასხმის ადგილას მივიდა: თავდასხმები ვერ დაგვასუსტებს

ს პრემიერმინისტრი იერუსალიმში, რამოტის გზაგასაყარზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის ადგილას მივიდა და აქედან გამოხატა თანაგრძნობა ოკლულთა ოჯახის წევრების მიმართ, დაჭრილებს გამოჯანმრთელება უსურვა.
“ჩვენ ვართ ომში, რამდენიმე ფრონტზე ინტენსიურ ომში ტერორიზმის წინააღმდეგ“ – განაცხადა მან და დაამატა – „ს უშიშროების სააგენტომ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა და ისრაელის პოლიციამ წელს ჩაშალეს ასობით ტერორისტული თავდასხმა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ დილით ვერ მოახერხეს ეს”.
ნეთანიაჰუხ განაცხადებით გრძელდება თავდასხმაში ეჭვმიტანილთა დევნა და ალყაში ექცევა სოფლები, საიდანაც თავდამსხმელები მოახერხეს იერუსალიმში შეღწევა.
„შევიპყრობთ ყველას, ვინც დაეხმარა მათ და ვინც გამოგზავნა ისინი“ – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ თავდასხმები ისრაელის მოქმედებებს კიდევ უფრო გააძლიერებს:
“ეს მკვლელობები და თავდასხმები… ჩვენ ვერ დაგვასუსტებს. ისინი მხოლოდ გაზრდიან ჩვენს შემართებას შევასრულოთ მისია, რომელიც ავიღეთ – ღაზაში, იუდეასა და სამარიაში, ყველგან“.
8 სექტემბერს აღმოსავლეთ იერუსალიმში შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, სულ ცოტა 6 ადამიანია მოკლული და ათზე მეტი – დაჭრილი. რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, ავტობუსს ცეცხლი გაუხსნა ორმა შეიარაღებულმა თავდამსხმელმა, რომლებიც საპასუხო სროლით ადგილზევე მოკლეს სამხედრო და სამოქალაქო პირებმა.
თავდამსხმელების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ისრაელის ხელისუფლება თავდასხმას ტერაქტად აფასებს. “ტერორისტულ თავდასხმად” შეაფასეს 8 სექტემბერს მომხდარი საფრანგეთის პრეზიდენტმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად კვარაცხელია: პროპაგანდისტულ არხებს უნდა წარმოადგინონ, რომ უკმაყოფილო ხალხი ცოტაა… 330 დღეზე მეტია რაც იკრიბება ხალხი, ყოველ დღე იკეტება რუსთაველი, ყოველ დღე ამდენი ხალხი გამოდის და…