ნეთანიაჰუ იემენში იერიშზე: არ არის ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება

ისრაელის პრემიერმინისტრის, ს თქმით, ს იერიში იემენში მათ მტრებს უჩვენებს, რომ “არ არსებობს ადგილი, რომელსაც ისრაელის გრძელი ხელი ვერ მისწვდება”. ამის შესახებ მან ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
“ისრაელის მტრებისთვის გზავნილი მაქვს – ჩვენთან დაკავშირებით არ შეცდეთ, საკუთარ თავს ყველა ფრონტზე ყველა საშუალებით დავიცავთ. ნებისმიერს, ვინც გვავნებს, აგრესიისთვის ძალიან ძვირად ვაზღვევინებთ. […]
ყველას, ვისაც სურს, რომ სტაბილური და უსაფრთხო ახლო აღმოსავლეთი იხილოს, ირანის ბოროტების ღერძის წინააღმდეგ უნდა დადგეს და მხარი უნდა დაუჭიროს ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ ისრაელის ბრძოლას – იემენში, ღაზაში, ლიბანში, ყველგან”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ჰოდეიდას პორტზე მიტანილი იერიში “პირდაპირი პასუხი” იყო ჰამას-ისრაელის ომის დაწყებიდან ჰუსიტების აგრესიასა და თელ-ავივში ტერორისტული ჯგუფის მიერ დრონებით ჩატარებულ თავდასხმაზე, რომელსაც ისრაელის მოქალაქე ემსხვერპლა.
“პორტი, რომელსაც თავს დავესხით, უდანაშაულო პორტი არ ყოფილა, სამხედრო მიზნებისთვის ხმარობდნენ და ირანის მიერ ჰუსიტებისთვის მიწოდებული მომაკვდინებელი იარაღების შეტანის პუნქტად გამოიყენებოდა. ამ იარაღებს კი ისრაელზე, რეგიონში სახელმწიფოებსა და მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს საზღვაო ხაზებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ. […]
ბოლო რვა თვის განმავლობაში, ჰუსიტებმა ისრაელის წინააღმდეგ ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა და დრონი ისროლეს”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
ისრაელის პრემიერმა -სა და სხვა ქვეყნებს ჰუსიტების ნასროლი რაკეტების მოგერიებაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.
“ჰამასის და ჰეზბოლას მსგავსად ჰუსიტების დაჯგუფება ირანის ბოროტების ღერძის განუყოფელი ნაწილია, ეს ღერძი არა მხოლოდ ისრაელის წინააღმდეგ მუშაობს, არამედ საფრთხეს მთლიანი მსოფლიოს მშვიდობას უქმნის. ისრაელი კი საერთაშორისო საზოგადოებისგან მოელის, რომ ირანისა და მისი მარიონეტების წინააღმდეგ ძალისხმევას გაზრდის, რათა ირანის აგრესიას ხელი შეუშალოს და გადაადგილების საერთაშორისო თავისუფლება დაიცვას”. – თქვა ნეთანიაჰუმ.
20 ივლისს ისრაელმა ჰუსიტების თავდასხმების საპასუხოდ იემენში, საპორტო ქალაქ ჰოდეიდაში ტერორისტების სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა.
ჰამას-ისრაელის ომის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისრაელმა იემენზე იერიში მიიტანა.
მანამდე, ჰუსიტები ისრაელს დრონებით, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებით თავს ესხმოდნენ.
19 ივლისს თელ-ავივში რამდენიმე საელჩოს, მათ შორის აშშ-ს საკონსულოს, სიახლოვეს აფეთქება მოხდა, რომელზეც ჰუსიტებმა პასუხისმგებლობა აიღეს. ტერორისტების პრესსპიკერი იაჰია სარეე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ეს თავდასხმა მიმდინარე ომის საპასუხო ქმედება იყო.
როგორც ცნობილია, თელ-ავივზე იერიში ჰუსიტებმა დრონის საშუალებით მიიტანეს. აფეთქების შედეგად თელ-ავივში დაშავდა 10 ადამიანი და გარდაიცვალა ერთი.