ნეთანიაჰუ ვაშინგტონში ისრაელის დელეგაციის ვიზიტს აუქმებს

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელსაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო, ვაშინგტონში ვიზიტს აუქმებს.
რეზოლუციის ხელმომწერები ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და „ჰამასის“ მიერ მძევლების უპირობოდ გათავისუფლების მოითხოვენ. შეერთებულმა შტატებს ამჯერად არ გამოუყენებია ვეტოს უფლება და კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. საბჭოს დანარჩენმა 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საბჭოს 10-მა არჩეულმა წევრმა წარადგინა.
, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრია, ამ დრომდე არ უჭერდა მხარს რეზოლუციას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და იყენებდა ვეტოს უფლებას მოკავშირე ისრაელის სასარგებლოდ.
აშშ-ის მიერ ვეტოს უფლების არ გამოყენებას ისრაელის პრემიერ-მინისტრი პოლიტიკიდან გადახვევას უწოდებს. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ აღნიშნული რეზოლუცია იმედს აძლევს „ჰამასს“ საერთაშორისო ზეწოლა აიძულებს ისრაელს ცეცხლი შეწყვიტოს მძევლების გათავისუფლების გარეშე:
„სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო არ დაადო რეზოლუციას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას ეხება რომელცი არ არის თანხვედრაში მძევლების გათავისუფლებასთან. ეს არის ცხადი გადახვევაიმ კურსიდან, რომელიც აშშ-ს უშიშროების საბჭოზე ომის დაწყების დღიდან ჰქონდა“ — განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ამასთან, ისრაელის პრემიერმა თეთრ სახლში ისრაელის დელეგაციის ვიზიტი გააუქმა, თუმცა როგორც BBC წერს, ვაშინგტონში შეხვედრებს გააგრძელებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი, რომელიც უკვე ვაშინგტონში იმყოფება.
ნეთანიაჰუს განცხადებას უპასუხეს თეთრ სახლშიც. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავის შეკავება თეთრი სახლის სპიკერის ს თქმით, აშშ-ის პოლიტიკიდან გადახვევა არ არის და ვიზიტის გაუქმების მიუხედავადაც ისრაელთან საუბარს გააგრძელებენ.
2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის განმავლობაში „ჰამასის“ რაზმები ისრაელის ტერიტორიაზე შეიჭრნენ დაახლოებით 30 მიმართულებიდან, ხელში ჩაიგდეს 22 დასახლებული პუნქტი, დახოცეს 1400-მდე ისრაელელი. საპასუხოდ ისრაელმა წამოიწყო სამხედრო ოპერაცია ღაზაში, რომელსაც „ჰამასის“ ცნობით, 30 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”