ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანზე თავდასხმა თვეების წინ დაიგეგმა, აშშ საქმის კურსში იყო

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ირანზე თავდასხმა 2024 წლის ნოემბერში, ლიბანის მებრძოლი დაჯგუფება „ჰეზბოლას“ ლიდერის და ირანის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციის შემდეგ მალევე დაიგეგმა.
პარასკევს საღამოს ჟურნალისტებისთვის გავრცელებულ ვიდეო განცხადებაში ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდასხმა აპრილში უნდა მომხდარიყო, მაგრამ გადაიდო.
ნეთანიაჰუმ ასევე განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი წინასწარ იყო ინფორმირებული დარტყმების შესახებ.
„ჩვენ მათ წინასწარ ვუთხარით, დარტყმების შესახებ იცოდნენ“, – თქვა ნეთანიაჰუმ ვიდეოჩანაწერში. „რას გააკეთებენ ახლა, პრეზიდენტ ტრამპს მივანდობ, ის დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს“.
„მის სახელით არ ვისაუბრებ. ის ძალიან დამაჯერებლად და ძალიან მტკიცედ საუბრობს და უთქვამს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი“ – დასძინა ნეთანიაჰუმ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ აშშ-ს დარტყმებში მონაწილეობა არ მიუღია და დახმარებაც არ გაუწევია.
თავად ტრამპი აცხადებს, რომ დარტყმების შესახებ წინასწარ იყო ინფორმირებული. „ჩვენ ყველაფერი ვიცოდით და ვცდილობდი, ირანი დამეცვა. ძალიან ვეცადე მათ გადარჩენას, რადგან ძალიან მინდოდა შეთანხმების მიღწევა. მათ ჯერ კიდევ შეუძლიათ შეთანხმების მიღწევა, ჯერ კიდევ არ არის გვიან“, – თქვა ტრამპმა.
3 ივნისს გამთენიისას ს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა
ფორუმი