ნეთანიაჰუ ამერიკელი პილოტის გადარჩენაზე: დონალდ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, თქვენმა მტკიცე ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება

-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, სამაშველო ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

“თქვენმა მტკიცე ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება” – თქვა ვიდეომიმართვაში ისრაელის პრემიერმა.

“ეს სამაშველო ოპერაცია კიდევ ერთხელ ამტკიცებს წმინდა პრინციპს – არავის მივატოვებთ. ეს არის საერთო ღირებულება, რომელიც არაერთხელ გამოვლინდა ჩვენი ორი ქვეყნის ისტორიაში. ისრაელმა არაერთი გაბედული ოპერაცია ჩაატარა, მე კი ვარ ადამიანი, რომელიც თავად დაიჭრა მსგავსი მისიის დროს და, რომელმაც ძმა დაკარგა “ენტებე-ს” ოპერაციაში. ასე რომ, მე და ისრაელელებმა ვიცით, თუ რაოდენ გაბედული გადაწყვეტილება მიიღეთ პრეზიდენტო ტრამპ. დონალდ, ჩემო ძვირფასო მეგობარო, თქვენმა მტკიცე ლიდერობამ კიდევ ერთხელ მოუტანა ამერიკას დიდი გამარჯვება. სამხედრო სალამს გიძღვნით თქვენ. ჩვენ ყველანი ასე ვართ”, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოღაიდელი: 6 ნოემბერს დავბრუნდი საქართველოში, მივლინებით ვიყავი საზღვარგარეთ, კავშირზე ვიყავი მინისტრებთანაც და პრეზიდენტთანაც. სააკაშვილს შევთავაზე შეხვედრა და მიმდინარე მდგომარეობის განხილვა, თუმცა, არ არის საჭიროო მოთხრა და წავედი სახლში…