ღაზის სამხრეთით ისრაელის სამხედროებმა ალყა შემოარტყეს “ჰამასის” ლიდერის, იაჰია სინვარის სახლს – ამის შესახებ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„წუხელ მე ვთქვი, რომ ჩვენს ძალებს შეუძლიათ მიაღწიონ ღაზის სექტორის ნებისმიერ წერტილს. ახლა მათ ალყა შემოარტყეს სინვარის სახლს. მისი სახლი არ არის მისი ციხე და მას შეუძლია გაქცევა. მაგრამ მხოლოდ დროის საკითხია, სანამ ჩვენ მას მოვიპოვებთ”, – თქვა ნეთანიაჰუმ მოკლე ვიდეო განცხადებაში.
ნეთანიაჰუმ არ თქვა, სად მდებარეობს სინვარის სახლი ღაზაში.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში თქვეს, რომ ჯარები მოქმედებენ ხან იუნისის, ტერიტორიის სიდიდით მეორე ქალაქის „გულში“.