ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ექვსწევრიანი ე.წ. ომის კაბინეტი დაშალა. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტო “როიტერი” იუწყება. კაბინეტის დაშლის თაობაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც თადარიგის გენერალმა, ბენი გაცმა სამთავრობო გუნდი დატოვა.
ნეთანიაჰუს ახლა ღაზაში მიმდინარე ომის თაობაზე კონსულტაციების გაგრძელება მინისტრთა მცირე გუნდთან მუწევს, მათ შორისაა თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი და სტრატეგიულ საქმეთა მინისტრი რონ დერმერი, რომელიც “ომის კაბინეტის” წევრიც იყო.
პრემიერ-მინისტრის მიმართ ომის კაბინეტში გაწევრიანების მოთხოვნა ძლიერდებოდა მისი გუნდის ნაციონალისტი წევრ-პარტნიორების მხრიდან. მათ შორის ფინანსთა მინისტრის, ეროვნული უშიშროების მინისტრის მხრიდან, რომლებიც “ომის კაბინეტში” მონაწილეობას ითხოვდნენ. ამას კი, შესაძლოა, ისრაელის საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბა.
პრემიერმა “ომის კაბინეტი”, როგორც ერთგვარი ფორუმი, მას შემდეგ შექმნა, რაც განცი ნეთანიაჰუს “ეროვნული ერთიანობის” მთავრობას ოქტომბერში, “ჰამასისთვის” ომის გამოცხადებისთანავე შეუერთდა. “დამკვირვებლების” სტატუსით, კაბინეტის წევრებს შორის კიდევ რამდენიმე ოფიციალური პირი იყო.
თუმცა, განცმა და მისმა პარტნიორმა გადი ეიზენკოტმა მთავრობა გასულ კვირას დატოვეს. მიზეზად კი თქვეს, რომ ნეთანიაჰუმ ვერ მოახერხა ღაზაში ომთან დაკავშირებული სტრატეგიის შემუშავება.