ნეთანიაჰუს თქმით, ღაზასა და ეგვიპტეს შორის დერეფანი ისრაელმა უნდა გააკონტროლოს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ პირობა დადო, რომ კვლავ კონტროლს დაუქვემდებარებს ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის საზღვარს. ამით ფართოვდება ს მისია, რომელიც აღარ შემოიფარგლება -სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული პალესტინური ექსტრემისტული დაჯგუფება ჰამასის ლიკვიდაციით.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბუფერული ზონა, ე.წ. ფილადელფიის დერეფანი, რომელიც ღაზის სექტორსა და ეგვიპტეს შორის მდებარეობს, ისრაელის ხელში უნდა იყოს.
ამასობაში ისრაელის არმია განაგრძობს ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის „კიდევ მრავალ თვეს გასტანს“.
ისრაელის არმიამ ჰამასის პოტენციალის ლიკვიდაციის მიზნით ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ექსტრემისტული ორგანიზაცია 7 ოქტომბერს თავს დაესხა ისრაელს. ამ თავდასხმისას ისრაელში დაიღუპა 1200-მდე ადამიანი, მათ შორის 850 სამოქალაქო პირი. ჯიჰადისტებმა 250-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს.
ჰამასის კონტროლქვეშ მყოფი ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის იერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლის საერთო რაოდენობამ 21500-ს გადააჭარბა. მათ დიდ ნაწილს ქალები და ბავშვები შეადგენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა შათირიშვილი: როცა ჩათვლიან, რომ აგრესიული უმცირესობა რევოლუციისთვის მზად არის, აუცილებლად გამოჰკრავს ვინმე სასხლეტს ხელს – დიფ სთეითს საქართველოში რევოლუციისათვის მსხვერპლი სჭირდება

არმაზ ახვლედიანი – ლონდონმა „წითელი ბარათი“ აჩვენა არალეგიტიმურ მთავრობას და ივანიშვილმა იცის, რასაც ნიშნავს გაბრაზებული ბრიტანეთი – „ოცნების“ ბრალია ისიც, რომ ჩვენკენ კაია კალასი კი არა, მისი თანაშემწის თანაშემწეც არ იყურება