ნეთანიაჰუს თქმით, მშვიდობა მხოლოდ ჰამასის დამარცხების შემდეგაა შესაძლებელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ ორშაბათს გვიან გამართულ პრესკონფერენციაზე ბოდიში მოიხადა იმის გამო ვერ შეძლო ექვსი მძევლის სიცოცხლის გადარჩენა, მათ ცხედრები ღაზაში იპოვეს.
„ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ ვერ დავაბრუნე ისინი ცოცხლად, ჩვენ ამასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ ვერ შევძელით ჰამასს ეს ძალიან ძვირი დაუჯდება“, – თქვა მან.
მანვე განაცხადა, რომ ს არმიამ კონტროლი უნდა შეინარჩუნოს ფილადერფიის დერეფანზე ევგიპტესა და ღაზის სექტორს საზღვარს შორის. საზღვრის ეს მონაკვეთი გახდა მთავარი დაბრკოლება ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში.
„ომის მიზნების მიღწევა ფილადელფიის დერეფნის მეშვეობით ხდება […] მასზე კონტროლი უზრუნველყოფს მძევლების გაყვანას ღაზადან“, – თქვა ნეთანიაჰუმ.
აბუ უბაიდამ, ჰამასის შეიარაღებული ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადების სპიკერმა, ორშაბათს განაცხადა, რომ დაჯგუფებამ ინსტრუქციები განაახლა მძევლების მოდარაჯეებისთვის მათთდამი მოპყრობაზე, თუ ღაზაში მათ პოზიციებს ისრაელის ძალები მიუახლოვდნენ. (პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასი -სა და ევროკავშირში „ტერორისტულადა“ აღიარებული).
Reuters-ის თანახმად ჰამასის სპიკერმა ინსტრუქციების დეტალური შინაარსი არ განმარტა, თუმცა თქვა რომ ისინი ჯერ კიდევ ივნისში შეიმუშავეს, ისრაელის სამხედროების მიერ მძევლების გასათავისუფლებლად სპეცოპერაციის საპასუხოდ. მაშინ, როცა ჰამასის წარმომადგენლის თქმით, “ათობით მსხვერპლია პალესტინელებს შორის, მათ შორის ქალები და ბავშვები”.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 სექტემბერს განაცხადა, რომ ახლოსაა საბოლოო წინადადების წარდგენასთან იმ შეთანხმებისთვის, რომლითაც უნდა გათავისუფლდნენ აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მიერ ღაზაში მძევლად აყვანილი პირები – თუმცა, ბაიდენის თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ საკარისს არ აკეთებს ამ შეთანხმების მისაღწევად.
ბაიდენის განცხადებამდე, გასულ შაბათ-კვირას ისრაელის ძალებმა ღაზის ერთ-ერთ გვირებში მიაგნეს ექვსი მძევლის – მათ შორის 23 წლის ამერიკელი ისრაელელის, ჰერში გოლდბერგ-პოლინის – ცხედრებს. ისრაელის არმიის განცხადებით, მძევლები ჰამასის ექსტრემისტებმა ახლახან დახოცეს.
კითხვას, გეგმავს თუ არა ამ კვირაში წარუდგინოს მძევლების შესახებ საბოლოო შეთანხმება ორივე მხარეს, ბაიდენმა უპასუხა – “ამასთან ძალიან ახლოს ვართ”.