ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ადასტურებს, რომ ირანში ხიდებსა და რკინგზის მონაკვეთებზე იერიშები მიიტანეს.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ამ ინფრასტრუქტურას იარაღის დასამზადებელი პროდუქტების გადასატანად იყენებდა.
ნეთანიაჰუს თქმით, ობიექტებზე იერიშის მიტანა თავად დაადასტურა, თავდაცვის მინისტრ ისრაელ კაცთან ერთად და აღნიშნა, რომ სამიზნე არა ირანის მშვიდობიანი მოსახლეობა, არამედ მათი მთავრობაა.
“ეს არ არის იგივე ირანი და არც იგივე ისრაელის. ჩვენ ძალთა ბალანსს პირველიდან მეორის სასარგებლოდ ვცვლით.” – თქვა ისრაელის პრემიერმა.