ნეთანიაჰუს თქმით, კათოლიკე პატრიარქის ქრისტეს საფლავის ტაძარში შესვლას დაუშვებს

იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი, იტალიელი კარდინალ-მღვდელი პიერბატისტა პიცაბალაAMMAR AWAD/REUTERSისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქს, პიერბატისტა პიცაბალას ამიერიდან ქრისტეს საფლავის ტაძარში “სრული და მყისიერი წვდომა” ექნება, მას შემდეგ, რაც პოლიციამ იტალიელ კარდინალ-მღვდელს ბზობის დღეს ტაძარში წირვის ჩატარების საშუალება არ მისცა.
ნეთანიაჰუს თქმით, კარდინალ პიცაბალას ტაძარში არ შესვლა მისივე უსაფრთხოების გამო სთხოვეს. ისრაელის პრემიერმა დაამატა, რომ ბოლო პერიოდში ირანის სამიზნე არაერთხელ გახდა იერუსალიმის წმინდა ადგილები.
მანამდე ტაძარში კათოლიკე კარდინალის არ შეშვების გადაწყვეტილება არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ გააკრიტიკა.
ისრაელში -ს ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ მომხდარს ძალაუფლების “სამწუხარო გადაჭარბება” უწოდა, რაც, მისი თქმით, “რთულად გამართლებადი ან გასაგები” იყო.
ინციდენტის შემდეგ კარდინალმა პიცაბალამ აღნიშნა, რომ ეს “პირველი შემთხვევა იყო საუკუნეების განმავლობაში,” როცა იერუსალიმის კათოლიკე პატრიარქი ბზობის დღეს ტაძარში არ შეუშვეს.
“ეს შემთხვევა სერიოზული პრეცედენტია და უგულებელყოფს მსოფლიოში მილიარდობით ადამიანის მგრძნობელობებს, რომლებიც ამ კვირაში იერუსალიმს შეჰყურებენ,” განაცხადა საპატრიარქომ.
მოგვიანებით პიცაბალამ განაცხადა, რომ საკითხის “იძულებით გადაჭრა” არ სურდა, თუმცა, დაამატა, რომ საპატრიარქოს “არ უთხოვია არაფერი საჯარო, არამედ – მხოლოდ ხანმოკლე და მცირე, კერძო ცერემონიის გამართვა.”
ნეთანიაჰუს მიხედვით, ისრაელმა “ყველა სარწმუნოების” მიმდევარს სთხოვა, თავი შეეკავებინათ იერუსალიმის ძველ ქალაქში წმინდა ადგილების მონახულებისგან, რაც, მისი თქმით, ირანის იერიშებით იყო განპირობებული.
ისრაელის პოლიციის განცხადებით, 28 თებერვალს ირანის წინააღმდეგ -ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ უსაფრთხოების საფუძველზე ძველ ქალაქში ყველა წმინდა ადგილი დაიხურა. პოლიციის ცნობით, ბზობის კვირა დღეს გამონაკლისის დაშვებაზე მათ საპატრიარქოს მოთხოვნა უარყვეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა განმარტა, რომ ბოლო დღეებში ირანის სარაკეტო იერიშების სამიზნე განმეორებით გახდა ქრისტიანული, ებრაული და მუსლიმური წმინდა ადგილები.
“ერთ-ერთ იერიშში რაკეტის ნარჩენები ქრისტეს საფლავის ტაძრიდან რამდენიმე მეტრში ჩამოვარდა,” დაწერა ნეთანიაჰუმ X-ზე და ხაზი გაუსვა, რომ ტაძარში კარდინალი პიცაბალას არ შეშვების გადაწყვეტილების უკან “არანაირი ბოროტი განზრახვა” არ ყოფილა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს გეგმის შემუშავება, რათა მომდევნო დღეების განმავლობაში ტაძარში ღვთისმსახურების აღსრულება შესაძლებელი იყოს.