ისრაელის პრემიერ-მინისტმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ბრძანება გასცა მოლაპარაკების დაწყების თაობაზე ყველა მძევლის გათავისუფლებისა და ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ „ისრაელისთვის მისაღები“ პირობებით.
მანვე აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე მასშტაბური შეტევის გეგმა, ფართო საერთაშორისო და ადგილობრივი წინააღმდეგობის მიუხედავად.
17 აგვისტოს ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თელ-ავივის ქუჩებში ომის დასრულებისა და ტყვეობაში მყოფი დარჩენილი მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების მიღწევის მოთხოვნით.
ჰამასი (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ორშაბათს დათანხმდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლების წინადადებას 60 დღით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც კატარის განცხადებით ითვალისწინებს, ღაზაში დარჩენილი მძველველბის ნახევრის გათავისუფლებას.
თუმცა, ნეთანიაჰუმ შეთავაზება უარყო და როგორც ისრაელის მედია იტყობინება, მომლაპარაკებლებს ისრაელი შესაბამისი ადგილის განსაზღვრის შემდეგ გაგზავნის.
„ჰამასმა“ ამის გამო ნეთანიაში დაადანაშაულა შუამავლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადების უგულებელყოფასა და შეთანხმების მიღწევისთვის დაბრკოლებების შექმნაში.
გასულ შაბათს ნეთანიაჰუს ადმინისტრციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ ისრაელი ჰამასის წინადადებას დათანხმდება ყველა მძევლის დაუყოვნევლივ გათავისუფლების შემთხვევაში, ომის დასრულების პირობები კი მოიცავს ჰამასის განიარაღებას, ღაზის დემილიტარიზაციას და ისრაელის მიერ დადგენილი ღაზის პერიმეტრის კონტროლს, რაც პალესტინის ადმინისტრაციისა და ჰამასისი მიერ დადგენილიგან განსხვავებულია.
ომის განმავლობაში ორიმოწინააღმდეგე მხარე – ისრაელი და ჰამასი პერიოდულად აწარმოებდა არაპირდაპირ მოლაპარაკებებს, რის შედეგადაც ორი მოკლევადიანი ზავი შედგა, რომლის დროსაც ისრაელელი მძევლების ნაწილი გაათავისუფლეს პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ. საბოლოოდ მათ ვერ შეძლეს შეთანხმება, რომ ცეცხლის ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეეწყვიტათ.
კატარი და ეგვიპტე, აშშ-ის მხარდაჭერით, შუამავლობენ დიპლომატიური შეხვედრების დროს.
2023 წლის ოქტომბერში ჰამასის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს აყვანილი 251 მძევლიდან 49 ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფება, მათ შორის 27 ისრაელის სამხედროების თქმით, გარდაცვლილია.
ჰამასის ამ ოპერაციას, რომლის დროსაც 1200 ადამიანი დაიხოცა, მოჰყვა ისრაელის სახმელეთო და საჰაერო იერიშები, რომელიც დღესაც გრძელდება და რასაც, პალესტინის მხარის ცნობით, სექტორში 62 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ფორუმი
