ნეთანიაჰუს თიაქარი აღმოუჩინეს, ოპერაციას ჩაიტარებს

ისრაელის პრემიერმინისტრი ს ოფისი ავრცელებს ცნობას, რომ ქვეყნის ლიდერს სამედიცინო შემოწმების დროს თიაქარი აღმოუჩინეს, რის გამოც ის ოპერაციას ჩაიტარებს.
ნეთანიაჰუს მოვალეობას დროებით მისი მოადგილე და იუსტიციის მინისტრი, იარივ ლევინი შეასრულებს.
ოფიციალური პირების თქმით, ს პრემიერი თავს კარგად გრძნობს. ოპერაცია 31 მარტის ღამეს, ისრაელის დროით 21:00-ზე, ჰადასაჰის უნივერსიტეტის საავადმყოფო ეინ ქერემში ჩატარდება. ამავე ინფორმაციით, ოპერაციამდე ნეთანიაჰუ ომის კაბინეტს მაინც შეხვდება.
ისრაელის პრემიერი ოპერაციის ჩატარებამდე პრესკონფერენციას გამართავს.