ნეთანიაჰუმ „ტრაგიკული შეცდომა“ უწოდა რაფაჰზე დარტყმას, რომელსაც დევნილებში მსხვერპლი მოჰყვა

გაერომ, ევროკავშირმა და საერთაშორისო ჰუმანიტარულმა ორგნიზაციებმა დაგმეს ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰზე ს ავიადარტყმა, რომელმაც ხანძარი გამოიწვია ღაზის სხვა რაიონებიდან დევნილთა ბანაკში. პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა ჰამასის კონტროლქვშ მყოფი ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 მაისს, ავიადარტყმის შედეგად დევნილთა ბანაკში დაიღუპა სულ მცირე 45 ადამიანი და ასეულობით დაშავდა.
ისრაელის პარლამენტში გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა ღაზაში ზიანი არ მიაყენონ მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა, მიუხედავად ამისა, 27 მაისს „ტრაგიკული შეცდომა“ მოხდა. ნეთანიაჰუს თქმით, ინციდენტს გამოიძიებენ და დასკვნებს გამოიტანენ. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ჰამასის წინააღმდეგ ომს არ დაასრულებს, სანამ ყველა მიზანი მიღწეული არ იქნება.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა დაგმო ისრაელის მოქმედება, რომლის შედეგად ათეულობით უდანაშაულო, თავშესაფრის მაძიებელი სამოქალაქო პირი დაიღუპა. გუტერეშის განცხადებით, ღაზის სექტორში არცერთი უსაფრთხო ადგილი აღარ არის და ეს საშინელება უნდა შეწყდეს. იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელმაც საერთაშორისო სამართლის სრულად დაცვა და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა.
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკთხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეპ ბორელის განცხადებით, ისრაელმა პატივი უნდა სცეს გაეროს სასამართლოს გადაწყვეტილებას რაფაჰზე შეტევის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ისრაელს კვლავ მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ ისრაელისგან მიღებული ინფორმაციით, რაფაჰში სამიზნეების გასანადგურებლად მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალები გამოიყენეს, თუმცა, მათი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი ნამსხვრევები შესაძლოა, მოხვდა დევნილთა ბანაკის მახლობლად არსებულ საწვავის ავზს და ხანძარი გამოიწვია. წყაროს თანახმად, -ს ამ ინფორმაციის დადასტურება არ შეუძლია და გამოძიების დასრულებას ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს