ნეთანიაჰუმ მძაფრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი – მაკრონმა გამოთქვა მოწოდება, შეუწყვიტონ ისრაელს იარაღის მიწოდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ მძაფრად გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, მოწოდებისთვის, შეწყვიტონ იარაღის მიწოდება სთვის, რომელიც ომს აწარმოებს ღაზაში და ლიბანში.
ნეთანიაჰუს თქმით, როცა “ისრაელი ბარბაროსულ ძალებს ებრძვის ირანის მეთაურობით, ყველა ცივილიზებული ქვეყანა ისრაელის მხარეს უნდა დადგეს. ამ დროს პრეზიდენტი მაკრონი და სხვა დასავლელი ლიდერები ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს დაწესებისკენ მოწოდებით გამოდიან. სირცხვილი მათ!” – ნათქვამია ნეთანიაჰუს განცხადებაში.
ისრაელის პრემიერის თანახმად, ეს დაჯგუფებები, რომლებსაც ისრაელი ებრძვიან, არიან ისრაელის მიმართ „წინააღმდეგობის ღერძის“ ნაწილი.
„ეს ღერძი ერთადაა. მაგრამ ქვეყნები, რომელიც ვითომ ტერორის ამ ღერძის წინააღმდეგ გამოდიან, ისრაელისთვის იარაღის ემბარგოს დაწესებისკენ მოწოდებით გამოდიან. როგორი სირცხვილია!“ აცხადებს ისრაელის პრემიერი, რომელიც თვლის, რომ ისრაელი გაიმარჯვებს მათი დახმარების გარეშეც.
„დარწმუნებული იყავით, ისრაელი გამარჯვებამდე იბრძოლებს ჩვენთვის, მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის მთელ მსოფლიოში“, თქვა ნეთანიაჰუმ.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 5 ოქტომბერს წუხილი გამოთქვა ისრაელის პრემიერის გადაწყვეტილების გამო, ლიბანში სახმელეთო ოპერაცია წამოიწყოს. „ვწუხვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სხვა არჩევანი გააკეთა“ – თქვა მაკრონმა. ის გულისხმობდა ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებას, არ ესმინა პარიზის და ვაშინგტონის მოწოდება, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
მაკრონმა 5 ოქტომბერს გამოთქვა მოწოდება, შეუწყვიტონ ისრაელს იარაღის მიწოდება ღაზის სექტორში გამოსაყენებლად, რასაც მოჰყვა ნეთანიაჰუს მძაფრი რეაქცია.
მაკრონმა თქვა ასევე, რომ საფრანგეთის არავითარ იარაღის არ აწვდის. მან შეშფოთებაა გამოხატა ღაზაში თითქმის ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეო ომის გამო, რომელსაც 41 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?

პრეზიდენტი კითხვაზე იქნება თუ არა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი – ცხოვრებაში რომ არაფერია გამორიცხული, ეს არის ის ძნელი გაკვეთილი, რაც ვისწავლე წლების მანძილზე – პრემიერობის კანდიდატი შერჩეული მყავს